вторник, 13 июня 2017 г.

დღე მეორე. რეფლექსია

გავეცანით თითოეული ჯგუფის წევრის თემას, რომელიც უნდა განვახორციელოთ და შევქმნათ პროექტის სახით. დავასახლეთ პროექტის მიზანი თუ რამდენად აქტუალური იყო,  ვისაუბრეთ რამდენად საინტერესო და ეფექტური იქნებოდა მოსწავლეების ჩართულობა, მათი მსჯელობისა და კვლევის უნარი.
     ვიმსჯელეთ საკვანძო და მთავარ კითხვებზე.
  განვიხილეთ  დეტალურად, რომელი ფაილები იყო გამოყენებული “მოდული 1„
გავეცანით ინტელის კურსის მიზანს. ასევე დავსახეთ ჩვენი მიზანი.განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის აქცენეტები და მოსალოდნელი შედეგები.
  დავიყავით ჯგუფებად და შევქმენით მონახაზი ერთი კონკრეტული თემის  თუ როგორი იქნებოდა მთავარი ზოგადი კითხვა და  ჩამოვშალეთ შინაარსის კითხვები.
  წარმოდგენა შემექმნა ინტელის პროექტის შექმნაზე, რომელიც ჩემთვის საინტერესოა. 
            ესეც ჩემი თემა კითხვებით.

თემა “მრავალეთნიკური საქართველო„
ზოგადი კითხვა_ 1.რა ნიშნით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან?
თემატური კითხვა_  2..რატომ ან რისთვის გვჭირდება ვიცოდეთ საქართველოში  
                                სხვადასხვა  ეთნოსის წარმომადგენლების შესახებ?
შინაარსობრივი კითხვები
ა..რომელი ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ დღეს საქართველოში?
 ბ..არიან თუ არა ერთი რელიგიის მატარებლები?
 გ..რა განსხვავებაა რელიგიებს შორის?
  დ.. როგორი ურთიერთობა არსებობდა და არსებობს დღეს საქართველოში
       სხვა ეთნოსთან მიმართებაში?
 

Комментариев нет:

Отправить комментарий

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-9 დღეს გავიხსენე, რაც ტრენინგის კურსის განმავლობაში შევისწავლე; ინტელის პროგრამა-ინტელის ახალი ხედვა.    ამ დღეს ჩემს ბლოგში ...