суббота, 24 июня 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ  პროექტის გეგმა. პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა. ასევე აქტივობების სახით ჩაშლილი პროექტის მიმნდინარეობა,რომელსაც მოსწავლეები განახორციელბენ.ასევე განვიხილე სტანდარტი,რომელიც არ უნდა შევცვალო და უნდა გადმოვიტანო სახელმძღვანელოდან ან განათლების ვებგვერდიდან. რა თქმა უნდა სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს კლასის,საფეხურის სტანდარტს და პროექტის მიზნებსა და შედეგებს. პროექტის გეგმაში მოცემული მიზანი და შედეგის გრაფა, ველი შევავსო მარტივი ენით, რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ პროექტის ფარგლებში თუ რა მიზანს და შედეგს უნდა მიაღწიონ.
        მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომ გადავამოწმო სწორად შევქმენი თუ არა, სახელმძღვანელოში მოდულ 2 -ში, დამატებით რესურსებში გამოვიყენო დოკუმეტი (მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების საკვანძო კითხვების რუბრიკა).
           პროექტში ვიყენებ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც პროექტის მთლიან ეტაპზე მიმდინარეობს ,(პროექტის დაწყებისას, მსვლელობისას, დასრულებისას). შეფასების მეთოდები, რომ შევარჩიო სახელმძღვანელოდან გამოვიყენებ შეფასების ხუთ სტრატეგიას, რომელიც მოცემულია მეორე მოდულის აქტივობა სამში.
              რაც შეეხება ბროშურას, რომელსავ ვქმნი სამიზნე ჯგუფისათვის მაგალითად- მოსწავლისათვის, მშობლისათვიას ან სხვა დაინტერესებული პირისთვის-აუცილებელია სტატიები, რასაც ბროშურაში განვათვასებ განვსაზღვრო მათი ინტერესები და ისე შევქმნა  სტატიები. ტექნიკურად თუ რაიმეს ვერ ვახერხებ გამოვიყინებ ვიდეო გაკვეთილებს ვებგვერდიდან ict.tpdc.ge ამ ვებგვერძე მაქვს ყველა პროგრა განხილული რაც შეიძლება გამოვიყენო,როგორც სასკოლო ისე პირადი ცხოვრებისათვის.
             პრეზენტაცია, რომელიც სამიზნე აუდიტორიას გააცნობს პროექტის შესახებ მასალებს,რომელიც მე უნდა წარვუდგინო-აუცილებელი მქონდეს მასში წარმოდგენილი შემდეგი სლაიდები; 1.პროექტის სახელწოდება . 2.პროექტის შინაარსი. 3.ესგ.4. მიზნები და შედეგები. 5. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.6. შეფასება. 7.დამშვიდობების სლაიდი,სადც სასურველია მქონდესგამოყენებული ლიტერატურაზე ინფორმაცია(ასეთის არსებობის შემთხვევაში.)
               დღეს განვიხილეთ მოდული სამი კავშირები,რომელშიც საუბარია თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესში და როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.
              მომდევნო ტრეინინგისათვის მზად უნდა მქონდეს პროექტის გეგმაში შევსებული წინარე ცოდნა და სასწავლო პროცედურები(პროექტის სრული ციკლი თუ როგორ იწყება ,რა მასალებით ვიწყებთ,როდის ვიწყებთ, რა აქტივობებს ვიყენებ , რით ვაფასებ) სასწავლო პროცედურების დაწერამდე აუცილებლად წავიკითხო მინიმუმ ორი პროექტის გეგმა სახლემძღვანელოდან,რომელიც რესურსებში_სულ ბოლოშია მოცემული.

Комментариев нет:

Отправить комментарий

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-9 დღეს გავიხსენე, რაც ტრენინგის კურსის განმავლობაში შევისწავლე; ინტელის პროგრამა-ინტელის ახალი ხედვა.    ამ დღეს ჩემს ბლოგში ...